მომღერალი თიკა მახალდიანი რამდენიმე დღის წინ გათხოვდა. მისი რჩეული თემო პირველაშვილია. წყვილის საძინებელში გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყო ბევრი კრიტიკა და მწვავე კომენტარები, რის გამოც მომღერალს განმარტების გაკეთება მოუხდა. გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" წყვილმა ქორწინებისა და ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს:
- რამდენი წლის არის თემო?
- 35-ის.
- შენამდე ჰყავდა ოჯახი?
- კი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა... შვილი ჰყავს 16 წლის, ლაშა... მე და ლაშა თითქმის ტოლები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლაშა არდადეგებზე ხშირად არის მამასთან იტალიაში.
- ერთად ცხოვრობთ უკვე, უბრალოდ, ქორწილი გადაიხადეთ გვიან. ასეა?
თემო: ერთად ცხოვრება მაშინ დავიწყეთ, თიკა რომ იტალიაში ჩამოვიდა. მანამდეც ერთად ვცხოვრობდით, უბრალოდ, სხვადასხვა საძინებლებში ვიძინებდით.
- თემო, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფოტოებს, რომელიც შენს "ფეისბუკზე" გამოაქვეყნე. რატომ გადაწყვიტე ქორწილის პირველი ღამის ფოტოების ატვირთვა?
თემო: ეს ფოტო ჩემი ძმაკაცებისთვის დავდე, რომლებიც მთელი ქორწილის განმავლობაში მეუბნებოდნენ, დალიეო. მერე მემუქრებოდნენ, ამაღამ არ დაგაძინებთო. სასტუმროში რომ შევდიოდით, პერსონალი გავაფრთხილე კიდეც, არავინ შემოუშვათ-მეთქი. სტამბოლი მოვნიშნე, ვითომ იქ წავედით და ბიჭებს მივუწერე, ვინც არ ჩამოვიდეს... ახლა მოვეშვი და ერთი ჭიქა დავლიოთ-მეთქი.
თიკა: საშინელებებს წერდნენ, ისეთი ცუდი იყო, ძმაკაცებს პატიჟებსო... მიწასთან გაგვასწორეს, ვითომ არავის გადაუღია მსგავსი ფოტოები. ხალხი შიშვლდება და ისე იღებს ფოტოებს, და რა გაუკვირდა ამ ხალხს მართლა ვერ გავიგე.
-როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება?
- არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, პირველი ღამის ფოტოებიო, წერდნენ. რა იციან მაგათ პირველი ღამე გვქონდა თუ მეასე?
იხილეთ ასევე: "თიკა მახალდიანის სურათი საძინებლიდან, ინგრევა ფეისბუქი... შესვით ახლა ვირზე უკუღმა და გამოუტანეთ განაჩენი" - ინგა გრიგოლია
"სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე" - თიკა მახალდიანი საძინებლის ფოტოს კრიტიკოსებს პასუხობს