ავტორი:

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

ეროვნული ბიბლიოთეკა საზოგადოებას ულოცავს ქართული ენის დღეს და სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მათ - ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს და ულამაზესი საგამოფენო დარბაზი უკვე ონლაინ შეუძლია დაათვალიეროს მსურველმა. დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება.

ამჯერად გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ, სხვადასხვა დროს გამოცემულ დედა ენას უმასპინძლებს. გამოფენა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო.

გამოფენაზე მუშაობდნენ: ლევან თაქთაქიშვილი, დავით მჭედლიშვილი, რუსუდან ასათიანი, მაია მიქაბერიძე

დაათვალიერეთ ვირტუალური გამოფენა

თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს