საქსტატი - წინა თვესთან შედარებით, იანვარში სურსათსა და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

საქსტატი - წინა თვესთან შედარებით, იანვარში სურსათსა და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, იანვარში სურსათსა და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ 2016 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

კერძოდ, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ამ ჯგუფში ფასების 2,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის (19,0 პროცენტი), ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (12,7 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის (2,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ჯანმრთელობის დაცვა - აღნიშნულ ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,6 პროცენტი);

ტრანსპორტი - ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,2-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-2,5 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, 2015 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - აღნიშნულ ჯგუფში 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11,7 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა - ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (22,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,4-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები (10,6 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,1 პროცენტი).

ტრანსპორტი - ჯგუფში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,5 პროცენტი).

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია