ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს

 ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ! - "AUTO BILD საქართველოს" ინიციატივა მძღოლებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს

ჩვენ, მძღოლები ყოველთვის აქტიურად ვაპროტესტებთ და ხშირად წყობიდან გამოვდივართ, როდესაც შემხვედრი ავტომობილი ღერძულა ხაზს კვეთს და ჩვენს ზოლში გადმოდის. ყოველთვის აღშფოთებულები ვართ, როდესაც გზას არ გვითმობენ იქ, სადაც უნდა დაგვითმონ და როდესაც მარჯვენა მხრიდან გვისწრებენ, ან მკვეთრი მანევრით გზას გვიჭრიან. ნერვები გვაწყდება მაშინაც, როცა ღამით შემხვედრი ავტომობილი შორსმაშუქით გვაბრმავებს. სმარტფონსაც სიამოვნებით მოვიმარჯვებთ, ფოტოს გადავიღებთ და შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოვაჭენებთ.

დადგა დრო, რომ ყველამ დავიცვათ მოძრაობის წესები და ასე ვებრძოლოთ იმ ქაოსს, რომელმაც ჩვენი გზები მოიცვა. სტიკერი სამი სახისაა - "AUTO BILD საქართველოს" თებერვლის ნომერს მოყვება სტიკერი წარწერით: "არ ვარღვევ!" გააკარით სტიკერი თქვენს ავტომობილზე, დაიცავით მოძრაობის წესები, გახდით სამაგალითო მძღოლი და უჩვენეთ ყველას, რომ თქვენ არ არღვევთ!

ჩაერთეთ კამპანიაში: გადაიღეთ ფოტო ავტომობილთან ერთად, გამოაქვეყნეთ პოსტი ფეისბუქზე სტატუსით #არვარღვევ და შემოგვიერთდით! თქვენს ფოტოებს იხილავთ ჟურნალში, ვებგვერდზე www.autobild.ge და ფეისბუქის გვერდზე AUTO BILD GEORGIA.

შალვა ბუაჩიძე (ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" მთავარი რედაქტორი): "მე არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და ამის დასტურად, ჩემი ავტომობილის უკანა მინაზე ვაწებებ სტიკერს, რომელიც ჟურნალ AUTO BILD-ის თებერვლის ნომერს მოყვება. ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა ყველას ეუბნები, რომ არ არღვევ, მართლაც არ უნდა დაარღვიო. მართალია, მძღოლები ხანდახან უნებლიედაც არღვევენ ხოლმე, მაგრამ უნებლიე დარღვევას კიდევ არა უშავს - მთავარია, განგებ და გამიზნულად არ დაარღვიო მოძრაობის წესები. სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი. იმედი გვაქვს, რომ #არვარღვევ ძალიან ბევრი მძღოლისთვის გახდება აქტუალური პოსტი. თანაც, "ჰაშთაგის" გამოყენება სოციალურ ქსელებში უკვე ყველამ იცის, რაც ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა. აქციის მიზანი ისაა, რომ პატიოსანმა მძღოლებმა ვუჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ბევრი ვართ და გადმოვიბიროთ ისეთებიც, ვინც აქამდე ხშირად და განგებ არღვევდა. ვინც პატივს არ გვცემდა. მძღოლებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა აქცევს ადამიანების ჯგუფს საზოგადოებად."

გაიგეთ მეტი "AUTO BILD საქართველოს" კამპანიაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია