"ზაჰესის ხიდის" რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელმა ბიუჯეტიდან 1,5 მლნ მიითვისა? - ბრალდებული დაკავებულია

"ზაჰესის ხიდის" რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელმა ბიუჯეტიდან 1,5 მლნ მიითვისა? - ბრალდებული დაკავებულია

ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს "სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, თეიმურაზ წივწივაძე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს.

"საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში არსებული, ეგრედწოდებული "ზაჰესის ხიდისა" და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდისა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი, 1 526 437 ლარი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

ხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ