"ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება, როცა ათი მცნებიდან - "არ იმრუშო" ამოვარდება" - იუნა შაფათავას სკანდალად ქცეული პოსტი

"ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება, როცა ათი მცნებიდან - "არ იმრუშო" ამოვარდება" - იუნა შაფათავას სკანდალად ქცეული პოსტი

მსახიობისა და ტელეწამყვანის იუნა შაფათავას მიერ ფეისბუქის გვერდზე დაწერილ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერს შაფათავა პოსტში:

"საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ათი მცნებიდან მეშვიდე - "არ იმრუშო" - ამოვარდება და მცნება გახდება ცხრა. ეს კი,არასოდეს მოხდება. თუ ეს დაგვიჯდება ევროპაში უვიზო მიმოსვლის ფასად, და გული მიგრძნობს რელიგიის თავისუფალ არჩევანთან ერთად, სრულწოვანების მიღწევისას, ევროპას ვერ დავემთხვევით, დაგვიჯდეს. ვიაროთ ვიზით და დავრჩეთ თვითმყოფად ერად ჩვენი მართლმადიდებლობით. თუ რწმენას და ადამიანობას ჰქვია სიბნელე, გვერქვას ბნელები და თითით საჩვენებელი ქვეყანა გავხდეთ მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე ჰუმანური რელიგიის მცნებები გიჟ მსოფლიოსთან ინტეგრაციისთვის არ დათმო. გადავიტანთ. ადამიანია ღმერთი და ღმერთია ადამიანი. ჩვენ ადამიანობას და ღმერთს, არ დავთმობთ".

შაფათავას ორაზროვან პოსტს ათეულობით კომენტარი მოჰყვა: "ჰო აბა, დანგრეული ქვეყანაა ჰოლანდია, რაც აგერ უკვე 16 წელია გეი ქორწინება დააკანონეს. სამაგიეროდ ყვავის საქართველო პაკისტანი და ნიგერია" - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი.

"ჩემი უმწიკლო, საერთოდ ამოვარდნილი ხარ ლოგიკიდან. ხო გახსნეს უკვე ოპერა მოსაწვევიც მოგცეს, მე არ ვიცი ეს პოპულისტობა რაში გინდა. ვინმე პოლიტიკოს ოცნებიდან დაადგი თვალი და გინდა იმრუშო?" - რჩევას აძლევს ფეისბუქ-მეგობარი შაფათავას.

კიდევ ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი ტელეწამყვანს წარსულს ახსენებს: "გამარჯობა, სექსმარკეტზე ნაკურთხი ლუბრიკანტები დაგრჩათ? და კიდევ თქვენი გარეკლამებული ვიბრატორის "კანქვეშ" ჩადგმის შემდეგ მხეცის ნიშნით ხომ არ დაიდაღება კლიენტი?", რაზეც შაფათავა პასუხობს: "სექსმარკეტის გარდა, ჩემი ამპლუა კინოში - ბოზი და მეძავია. ხვალ მკვლელს ვითამაშებ, მერე მაგას წამიყენებთ ბრალდებად?"

ათობით კომენტარში კიდევ ერთ საინტერესო "მოწოდებას" ვკითხულობთ: "იუნა, თქვენ ხართ ნამდვილი ქართველი ბანოვანი ქალბატონი, თანამედროვეობის ქეთევან დედოფალი და მარიამ მეგვიპტელი. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება, თუკი თქვენ მხარდამხარ ვიბრძოლებ ამ დემონური სერპენტის წინააღმდეგ და ბრძოლის ველზე დავეცემი, რადგან ეს იქნება გზა საუკუნო სამყოფელისაკენ. ამინ და ღმერთს ებარებოდეთ, ქართველები!!!"

"როდესაც "ნაცებში" ავიზილეთ", ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილსა და "ევროპულ საქართველოზე"

"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"პანდემია მძვინვარებს, კლინიკები გადატენილია, არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი რესურსი..." - ექიმი ზურაბ გურული ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს