AP - ნიგერიაში, ტანკერზე თავდასხმის შედეგად 5 მძევალი აიყვანეს, რომელთა შორისაც ერთი საქართველოს მოქალაქეა

AP - ნიგერიაში, ტანკერზე თავდასხმის შედეგად 5 მძევალი აიყვანეს, რომელთა შორისაც ერთი საქართველოს მოქალაქეა

ნიგერიაში "ბოევიკებმა" საქართველოს მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Associated Press"-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნიგერიელი მებრძოლები ნავთობტანკერ "ლეონ დიასს" დაესხნენ თავს, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 5 წევრი - 2 რუსი, 2 ფილიპინელი და ერთი ქართველი იმყოფებოდა.

"Associated Press"-ი წერს, რომ თავდამსხმელები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული თვითაღიარებული სახელმწიფოს, ბიფარას აჯანყებულები არიან.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლები ნავთობტანკერს ჯერ კიდევ გასულ კვირას დაესხნენ თავს და ხომალდისა და ეკიპაჟის წევრების აფეთქებით იმუქრებოდნენ, თუმცა, 31 იანვარს ხომალდი დატოვეს და მძევლები თან წაიყვანეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნიგერიელი მებრძოლები მძევლებისთვის გამოსასყიდს მოითხოვენ.

ნავთბოტანკერი "ლეონ დიასი" ბერძნულ კომპანია "Leon Shipping and Trading"-ს ეკუთვნის. კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ტანკერი ამჟამად მეზობელი ბენინის რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში, ადგილობრივი საზღვაო ძალების დაცვის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება მძევლებს, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია