ვაკის რაიონის მოსახლეობას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

ვაკის რაიონის მოსახლეობას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს, ხვალ, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება: მარაბდის, შატბერაშვილის, ქობულეთის, მცხეთის, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, რაზმაძის, აბაშელის, ნ. ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარზე აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია