უბნები თბილისში, სადაც ხვალ წყალი და დენი შეიზღუდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ წყალი და დენი შეიზღუდება

საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს, დღეს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება: მარაბდის, შატბერაშვილის, ქობულეთის, მცხეთის, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, რაზმაძის, აბაშელის, ნ. ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარზე აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

გარდა ამისა, დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის, შარტავას, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, სახოკიას, არშბას და ქანთარიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია