H1N1 ვირუსით ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრებია.

დღემდე გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა, 257 შემთხვევა H1N1 ვირუსზე მოდის, დანარჩენი კი , H3N1-ია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია