"ფსიქოპათი ყოფილა... მოკვლით ემუქრებოდა" - ახალი დეტალები კუკიაზე მომხდარი მკვლელობის ადგილიდან

"ფსიქოპათი ყოფილა... მოკვლით ემუქრებოდა" - ახალი დეტალები კუკიაზე მომხდარი მკვლელობის ადგილიდან

მკვლელობა მოხდა გვიან ღამით კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე. 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. მეზობლებმა გასროლის ხმა დაახლოებით ღამის 12 სათზე გაიგეს.

როგორც ისინი ამბობენ, მკვლელობის ფაქტს გარდაცვლილის მამიდა შეესწრო, რომელმაც შერიგების მიზნით ისინი ერთმანეთს შეახვედრა. მათივე თქმით, წყვილი 7 წელი დაშორებული იყო და ეჭვმიტანილი ქალბატონს შერიგებას სთხოვდა.

[იხილეთ ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. თბილისში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე

საათში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ