ცვლილებები, რომლებსაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ითვალისწინებს

ცვლილებები, რომლებსაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ითვალისწინებს

ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ ცრუ შეტყობინების კრიმინალიზება იგეგმება. ასევე შესაძლოა შეიცვალოს პასუხისმგებლობის ზომები, რომელიც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვაზეა დადგენილი.

ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ასახულია იმ საკანონმდებლო ინიციატივათა ნუსხაში, რომლის წარდგენას მთავრობა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აპირებს.

კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისათვის სასჯელის ზომა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ვადით – 4-დან 6-წლამდე, ნაცვლად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნაცვლად 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დგინდება თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 7-წლამდე.

გარდა ამისა, პროექტით, "სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლითაც ცეცხლსასროლი იარაღის(გარდა სანადირო ცეცხლსასროლი და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა), დაკარგვის შესახებ ცრუ შეტყობინების კრიმინალიზაცია ხდება.

"ცვლილებების მომზადება განპირობებულია იმით, რომ ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს დანაშაულის ჩადენის რისკების თვალსაზრისით", - განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ