საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, დღეს სასწავლო პროცესი აღდგა იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, სამი დღით შეჩერებული იყო.

პრევენციის მიზნით სამი დღით სწავლა შეწყვეტილი იყო დედაქალაქის N81, N152, N112, N21 და N53 საჯარო სკოლებში.

უწყების ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. განახლებული ინფორმაცია 12:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია