დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამრეკელის შესახვევის, მიცკეციჩის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ბესიკის შესახვევის, მოსიძის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.