ავტორი:

ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო

ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია, რადგან... იქ შესვლა აკრძალულია. სტატიაში წარმოგიდგენთ ადგილებს, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ.

კუნძული კეიმადა-გრანდი

აკრძალვის მიზეზი: უამრავი შხამიანი გველი

კუნძული, რომელიც ბრაზილიის ნაპირებიდან 35 კილომეტრში მდებარეობს, მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს სამოთხეს. ამ ადგილებში მოგზაურობა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ, რადგან იგი შხამიანი გველებით არის სავსე: 0,43 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 4000-მდე გველი ბინადრობს. მათგან ყველაზე საშიში - კუნძულის ბოთროპსია.

მისი ნაკბენი მომენტალურ სიკვდილს იწვევს. ამიტომ, ბრაზილიის მთავრობა კრძალავს სტუმრობას კუნძულზე, რომელმაც ხალხში უკვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც "გველების კუნძულმა".

კუნძული სიურტსეი

აკრძალვის მიზეზი: სამეცნიერო ექსპერიმენტები

1963 წელს ისლანდიის წყლებში რამდენიმე წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა და მოკლე ხანში ახალი კუნძული (2,7 კვადრატული კმ) წარმოიქმნა. კუნძული სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების ყურადღების ცენტრში უმალვე აღმოჩნდა, რადგან იგი კუნძულისა და მასზე სიცოცხლის წარმოშობის სანიმუშო მოდელს წარმოადგენს. კუნძულს სახელი მითოლოგიური გმირის - სურტის - ცეცხლოვანი დევების მეთაურის პატივსაცემად ეწოდა და ტურისტებისთვის დახურული ზონა გახლავთ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ "ითვისებენ" ახალ მიწას მცენარეები, მწერები, ფრინველები, ჭიები, როგორ ნაყოფიერდება ერთ დროს უნაყოფო ვულკანური პემზა. თუ 1980-იან წლებში კუნძულზე მცენარეების მხოლოდ 20 სახეობა ხარობდა, 2008 წლისთვის მათი რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. 2000 წლისთვის ეროზიამ და ზღვის ტალღებმა კუნძულის ფართობი 1,5 კვადრატულ კილომეტრამდე შეამცირა, მაგრამ, მეცნიერების აზრით, ამჟამად "შემცირების" პროცესი შენელებულია. 2008 წელს იუნესკომ სიურტსეი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რითაც მისი უდიდესი მეცნიერული ფასეულობა აღიარა.

დააზღვიეთ სათავგადასავლო განწყობა და იმოგზაურეთ მშვიდად სასურველ ქვეყნებში - ყველაზე იაფი და მარტივი სამოგზაურო დაღვევის პაკეტები

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული

აკრძალვის მიზეზი: აბორიგენების აგრესია

ბენგალის ყურეში ანდამანის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ფორმალურად ინდოეთს ეკუთვნის, სენტინელების საშიში ტომი ბინადრობს. ტომი ცივილიზაციასთან ნებისმიერ კონტაქტს თავს არიდებს და სასტიკად ეწინააღმდეგება მის შემოჭრას. მეცნიერების ვარაუდით, აბორიგენებმა იზოლაციაში დაახლოებით 60 000 წელი გაატარეს. ამჟამად, კუნძულზე 50-დან 400 ადამიანამდე ცხოვრობს. 2004 წელს მათ ისრები დაუშინეს ინდოეთის მთავრობის ვერტმფრენს, რომელმაც გადაწყვიტა მოეკითხა კუნძულის ბინადარნი ცუნამის შემდეგ.

2006 წელს კი აბორიგენების მსხვერპლი რამდენიმე მეთევზე გახდა, რის შემდეგაც მთავრობამ თანამემამულეებს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ კუნძულისგან. მეცნიერების ყველა მცდელობა, დაემყარებინათ რაიმე კონტაქტი აბორიგენებთან, წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა აგრესიული ბინადრებისა, კუნძულზე მოსახვედრად კიდევ ერთი სირთულე არსებობს: ხმელეთის ეს პატარა ნაწილი რიფებით არის გარშემორტყმული, რომლებთან შეჯახებით არაერთი გემი დაიმსხვრა.

ტაძარი ისე იაპონიაში

აკრძალვის მიზეზი: შესვლა მხოლოდ რჩეულთათვის

იაპონიაში ყველაზე მთავარ სიწმინდედ ტაძრების კომპლექსი ისე-ძინგუ ითვლება. ძირითადი ტაძარი მაღალი ხეებით არის გარშემორტყმული, შიგნით მოხვედრა კი მხოლოდ მაღალი წოდების მღვდელთმსახურებსა და იმპერატორის ოჯახის წევრებს შეუძლიათ. 1945 წლამდე ის კიდევ უფრო ძნელად მისაღწევი ადგილი იყო: გარესამყაროსგან მდინარე მიაგავათი იყო გამოყოფილი, რომელიც წმინდა მიწის საზღვრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ბერებს სასტიკად ეკრძალებოდათ მდინარის გადალახვა - ეს სიწმინდის შელახვად ითვლებოდა და მთელი იაპონიისთვის უბედურებას მოასწავებდა.

ვეფხვების ნაკრძალები ინდოეთში

აკრძალვის მიზეზი: იშვიათი ცხოველების პოპულაციის შენარჩუნება

2012 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ტურისტებისთვის დახურულ ზონად გამოაცხადა ყველა ეროვნული პარკი, სადაც ბენგალური ვეფხვები ბინადრობენ. ინდოეთის ყველა შტატის ხელისუფლებას ცხოველებისთვის ბუფერული ზონის შექმნა მიეთითა. ამ ზომებმა ტურიზმის სფეროს ზიანი მიაყენა, მაგრამ ვეფხვების პოპულაციის აღდგენას შეუწყო ხელი - ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ვეფხვების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა.

კუნძული გრიუინარდი

აკრძალვის მიზეზი: ბიოლოგიური იარაღის გამოცდა

1942 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ შოტლანდიური კუნძული გრიუინარდი (196 ჰა) გამოისყიდა ბიოლოგიური იარაღის - ციმბირის წყლულის გამოსაცდელად. ბრიტანელები შედეგებით კმაყოფილი დარჩნენ: გაირკვა, რომ ციმბირის წყლული სერიოზულად აბინძურებს ტერიტორიას და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. 80-იან წლებამდე კუნძული ერთ-ერთი ყველაზე სიკვდილიანი ადგილი გახლდათ - შესვლა აკრძალული იყო.

მხოლოდ 1986 წელს დაიწყეს ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმა კუნძულის "დასუფთავება": მათ 280 ტონა ზღვის წყალში გახსნილი ფორმალდეგიდი მოაყარეს მიწას, შემდეგ კი გრიუინარდში ცხვრები შეუშვეს. ცხოველები უვნებლად გადარჩნენ, 1990 წელს კი კუნძული უსაფრთხოდ გამოაცხადეს. თუმცა იქ დასახლება არავინ მოინდომა. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ციმბირის წყლულის ნარჩენები კუნძულის ნიადაგში ჩარჩა, ეს კი ნიშნავს, რომ ის სიცოცხლისთვის გამოუსადეგარია მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

დედამიწაზე ასევე არაერთი ადგილია, სადაც სპეციალური ნებართვის გარეშე ვერაფრით მოხვდებით. თუმცა, ჩვენს დროში ტექნილოგია ისეთი სისწრაფით ვითარდება, დღეს უკვე შესაძლებელია თითქმის დეტალურად დაათვალიერო ადგილები, რომლებშიც შესვლა-გამოსვლა მკაცდაც არის აკრძალული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მოქმედებები, როგორც წესი, უკანონოა.

მაგრამ იქ, სადაც ადგილი აქვს აკრძალვას, განსაკუთრებულად მომეტებულია ცნობისმოყვარეობა - ასეთია ადამიანის ბუნება. მისი დაკმაყოფილება კი შესაძლებელია ე.წ. დრონების, ანუ უპილოტო აპარატების საშუალებით. მათ ასევე უწოდებენ კვადროკოპტერებს. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამგვარი დრონების მიერ გადაღებულ 10 ფოტოს.

1. სირია

სირიაში სამოქალაქო ომმა ქვეყნის ყველა მთავარი ქალაქი გაანადგურა. მილიონობით ადამიანს გაქცევა მოუხდა. ეს არის ოდესღაც დასახლებულ რაიონში ტანკების ბრძოლის სურათი. იგი გადაღებულია სირიის სიდიდით მესამე ქალაქში - ჰომსში. ახლა ამ ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ანუ ის, რაც დაბომბვების შემდეგ დარჩა. 2011 წლიდან დღემდე აქ ათობით ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

2. აკრძალული ქალაქი, პეკინი

სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია.

3. პრიპიატი, უკრაინა

ეს არის ადგილი, რომლის გვერდზეც მოხდა ყველა დროს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორიებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით.

ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული, კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიო სარელეო სადგური, ე.წ. "რუსული კოდალა". სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა - აქედან მიმდინარეობს მისი სახელწოდებაც.

4. კაზანტიპი, ყირიმი

ეს არის ადგილი კუნძულზე, სადაც უნდა აეგოთ ატომური ელექტროსადგური. მშენებობა დაიწყო, მაგრამ რაიონის სეისმური არასტაბილურობის გამო, მალევე შეჩერდა. 90-იან წლებში აქ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სახელწოდებით "რეაქტორი". 2005 წელს ეს მიწები კერძო საკუთრებად შეიძინა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია.

5. ფუკუსიმა, იაპონია

სეისმურმა ბიძგმა და 9 ბალიანმა მიწისძვრამ წარმოშვა ცუნამი, რომელმაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა.

ქალაქი ოკუმა ერთ საათში გადაიქცა მოჩვენებად - ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული 150 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს სახლების დატოვება მოუხდათ მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ტანზე ეცვათ.

6. ზონა 51, ნევადა

ზონა 51 ითვლება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების ადგილად. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტად ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებას კონტაქტი აქვს უცხოპლანეტელებთან 1950 წლიდან მოყოლებული.

ამ ზონაში შესვლა დახურულია. ითვლება, რომ იქ მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის რა არის ამ ადგილზე.

7. დებალცევო, უკრაინა

ეს არის დონბასში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ ჯარებს შორის სამხედრო დაირისპირების ადგილი.

სწორედ ასე გამოიყურება მაღლიდან ადგილი, სადაც მოხდა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა.

8. ფერმა Smithfield Foods ტაპ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინა

დრონის საშუალებით გამოიჭირეს არაკეთილსინდისიერი ფერმერები. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს - ეს არის დაკლული საქონლის სისხლი.

გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა.

9. ტესლას გიგანტური კოჭები, რუსეთი

ეს კოჭები გასულ საუკუნეში ნიკოლა ტესლამ გამოიგონა - ამ მოწყობილობაში ხილული განმუხტვები რამდენიმე მეტრს აღწევს.

ითვლებოდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ მოწყობილობის დემონტაჟი მოხდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ასე არაა. ამჟამად იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, შესანიშნავად მუშაობს და გაუფრთხილებელ მაყურებელს შეიძლება დენი დაარტყას.

10. შპიცბერგენი, ნორვეგია

შპიცბერგენის კუნძულს დაახლოებით 40 000 კილომეტრის ფართობი აქვს და ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში იმყოფება. თუმცა საინტერესოა იგი სხვა რამით. 2007 წელს, ნორვეგიის ხელისუფლებამ აქ შექმნა Svalbard Global Seed Vault.

ეს ერთგვარი ნოეს კიდობანია, რომელშიც ოპტიმალურ პირობებში ინახება მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მცენარეების თესლები. მისი მიზანია შეინახოს და, შესაძლოა, აღადგინოს, პლანეტის იერსახე გლობალური ძვრების შემდეგ. ეს არის ობიეტში შესასვლელის ფოტო.

ავტორები:

დუდანა ზაქარაია

natia.a

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი