ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს

ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ვახტანგ აბაშიძემ ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადა, სადაც დღეს სხდომა გაიმართა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელების, მათ შორის წყალქვეშა კაბელებთან დაკავშირებით კომისიამ კომპანიებისგან გარანტიები მოითხოვა 2015 წლის 13 ნოემბრის შემდეგ, რაც კომპანიებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივ განაცხადით მიმართეს.

"წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების გაყიდვის ნაწილზე, არამედ მიმდინარეობს საუბარი საცალო სეგმენტის ნაწილზე. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ ცოტა მძიმე პასუხი მაქვს, ვერც დღევანდელ და ვერც სამომავლო პირობებში უსაფრთხოების რისკებს ვერ გამორიცხავს არა თუ საქართველო, არამედ ნებისმიერი ქვეყანა დღეს არსებული ტექნოლოგიებისა და გლობალური სისტემების პირობებში", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ამ რისკების შემცირება შესაძლებელია ამა თუ იმ ფორმით და მათ შემცირებაზე უნდა ზრუნავდეს ერთის მხრივ სახელმწიფო, თავისი საკანონმდებლო ნორმებისა და მოთხოვნების გაძლიერებით და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებმაც ეს საკანონმდებლო ვალდებულებები უნდა აღასრულონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია