მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს

მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანი განცხადებას ავრცელებს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯაროდ ვაქვეყნებ ჩემს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2016 წლის 3 თებერვლის N16-16 გადაწყვეტილებას. ასევე ვაქვეყნებ ამავე გადაწყვეტილებაზე ჩემს მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სრულ ტექსტს", - ნათქვამია მამუკა ახვლედიანის განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია.

დასახელებული დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ - http://tcc.gov.ge/uploads/2.pdf

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ახსნა-განმარტება - http://tcc.gov.ge/uploads/3.pdf.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ