კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტოებს შორის კონკურენცია მძაფრდება?

კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტოებს შორის კონკურენცია მძაფრდება?

ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ საუბრები მათ მიერ მიღებულ ყოველწლიურ კოლოსალურ მოგებებზე არ წყდება.

ბოლო პერიოდში მცირე მოცულობის ექსპრეს სესხების გაცემის სეგმენტში ბანკების ნაწილიც შევიდა. მართალია, ექსპერტთა მოსაზრებით ბანკები და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები სხვადასხვა პლატფორმაზე "იბრძვიან", მაგრამ ფაქტია, რომ მოკლევადიანი და სწრაფი სესხების ეფექტურობა ბანკებსაც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა.

მომხმარებლებს ე.წ. ექპრეს-სესხებს კომერციული ბანკები სულ უფრო აქტიურად სთავაზობენ. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით, ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემულია 2 281 554 რაოდენობის 1000 ლარამდე სესხი.

1 წუთში, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე 300 ლარამდე სესხს გასცემს ლიბერთი ბანკი. ლიბერთი ექსპრეს სესხის აღება მომხმარებელს როგორც ბანკში, ასევე ონლაინ ან დისტანციური არხების გამოყენებით შეუძლია. ექსპრეს სესხს მაქსიმალური, 700 ლარის ოდენობით გასცემს "საქართველოს ბანკიც".

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ კონკურენცია კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს შორის ამ უკანასკნელს დააზარალებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ონლაინსაკრედიტოები კიდევ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენებით ეცდებიან სამომხმარებლო სეგმენტის შენარჩუნებას, რაც მათ საბოლოოდ გარკვეულ მაქინაციურ სქემამდე მიიყვანს.

"ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები გაღარიბებულ მოსახლეობას ნერვზე შეეხნენ. მათ დაიმკვიდრეს ნიშა, რომელიც ბანკებს აუთვისებელი ჰქონდათ. მცირე და საშუალო ოპერატიული სესხებისთვის კომერციული ბანკები მოუქნელები იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი თანდათან მოახერხებენ ადაპტირებას", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განცხადებით, საქართველში მცირე და მოკლევადიან სესხებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ასეულათასობით ჩანაწერი ყოველწლიურად ჩნდება კრედიტინფოში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია