საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

 საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში ხვალ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ჩატარება ფორსირებულად დაიგეგმა, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაზე იმსჯელებს ივნისში დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება.

"სინოდის სხდომის ჩატარება ფორსირებულად დაიგეგმა, რადგან საზოგადოებამ შეიტყოს ამ კრების შედეგები, რა იქნება და როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საზოგადოებამ იცოდეს, ასევე რა გადაწყვეტილებები იქნება კრებაზე მიღებული. ამიტომ, მხოლოდ ამ საკითხების განსახილველად დაიგეგმა წმინდა სინოდის სხდომა", _ განაცხადა მამა მიქაელმა.

წმინდა სინოდის კრება საპატრიარქოში ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს.

მართლმადიდდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. აღნიშნული კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია