უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა

უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა

The Wall Street Journal ვრცელ სტატიას უძღვნის ახალგაზრდა უკრაინელ კულინარს, რომელიც დიდ ბრიტანეთს ქართულ კერძებს აცნობს. სამხრეთ უკრაინაში დაბადებულმა და გაზრდილმა 31 წლის მზარეულმა და ბლოგერმა ოლია ჰერკულესმა იტალიური უნივერსიტეტში შეისწავლა, დაამთავრა ლეითსის კულინარიული სკოლა. ის ბავშვობაში უკრაინულ კერძებს ჭამდა, მაგრამ ახლა პროფესიულად სხვა პოლუსზეა. "საბჭოთა კავშირის ჩრდილში ცხოვრება ადამიანებს უჩენდა შეგრძნებას, რომ ჩვენი საკვები არ იყო ღირსეული", - ამბობს ჰერკულესი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

როდესაც მის სამშობლოში კონფლიქტი გამძაფრდა 2014 წელს, კულინარმა გადაწყიტა ბავშვობის რეცეპტები შეეგროვებინა და გამოექვეყნებინა. ის დაბრუნდა სახლში და დედასთან და დეიდასთან ერთად შექმნა "მამუშკა", წიგნი უკრაინულ სამზარეულოსა და ჭამის კულტურაზე.

"მამუშკას" გამოსვლის შემდეგ ჰერკულესი არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ მეზობელი ქვეყნების კულინარიულ ტრადიციებზეც წერს, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი. "საქართველო, სადაც ადგილობრივი ღვინო ფანტასტიკურია, სამარშრუტო ტაქსებით შემოვიარეთ", - ყვება იულია Wall Street Journal-თან საუბარში. მან თბილისში აღმოაჩინა ქართული სუფრის ტრადიციები, სადაც მეგობრების და უცნობების წრეში ხდება სადღეგრძელოების გაზიარება, ხინკლით, ხაჭაპურითა და სხვა ადგილობრივი კერძებით დახუნძლულ მაგიდაზე კი დაუსრულებლად სვამენ ღვინოსა და ჭაჭას.

თებერვალში ჰერკულესი ქართული სუფრის კონცეპტს ლონდონში ჩაიტანს. მარილებონიდან-შორდიჩამდე ყველა ლონდონელი გაიცნობს ქართული კერძების გემოს. "მინდა შევძლო და ლონდონელებს თავიანთი საკვები გავაზიარებინო, შემდეგ კი შეიძლება ისიც მოვახერხო, რომ მათ ერთმანეთს საკუთარი გრძნობები გაუზიარონ მაგიდასთან. უბრალოდ, ამისთვის საჭირო რაოდენობის ღვინო დაგვჭირდება", - ამბობს უკრაინელი კულინარი.

მომზადებულია wsj.com-ს მიხედვით

A Chef Brings Georgian Supra to London – The Wall Street Journal

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია