ჩიორა თაქთაქიშვილის პირველი კომენტარი მამის სკანდალზე - რა მოხდა რეალურად

ჩიორა თაქთაქიშვილის პირველი კომენტარი მამის სკანდალზე - რა მოხდა რეალურად

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მამამისთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც დეპუტატი სოცალურ ქსელში განმარტავს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

თაქთაქიშვილის ინფორმაციით, მამამისმა პროდუქტების შეძენის დროს შოკოლადის ფილა, რომელიც ხელში არ დაეტია ჯიბეში ჩაიდო და ამიტომ მისი სალაროში გატარება დაავიწყდა.

"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!

გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?

ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე :)) ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო და იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.

და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!

აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!

ძალიან ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!

უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!

ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?", - წერს თაქთაქიშვილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა სუპერმარკეტში ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია