"მომსწრე ვარ, როგორ ინიშნებოდნენ ეროსი კიწმარიშვილის ოთახში მინისტრები" - რას იხსენებს ლევან გაჩეჩილაძე

"მომსწრე ვარ, როგორ ინიშნებოდნენ ეროსი კიწმარიშვილის ოთახში მინისტრები" - რას იხსენებს ლევან გაჩეჩილაძე

"მომსწრე ვარ, 2000-იან წლებში ეროსი კიწმარიშვილის ოთახში, სააკაშვილთან ერთად როგორ ინიშნებოდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები", - აღნიშნული განცხადება ლევან გაჩეჩილაძემ "პოლიტიკის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მედია არა მეოთხე, არამედ პირველი ხელისუფლება იყო. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "მაესტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩაერთო არის ის, რომ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სტერეოტიპი დაანგრიოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა, არც ერთ ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. მე პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ პრეზიდენტი გავმხდარიყავი. მე პრეზიდენტის კანდიდატი ვიყავი იმიტომ, რომ ეს ბრძოლას სჭირდებოდა. "მაესტროს" დირექტორობის მიმართაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მაქვს. არსებობს რამდენიმე პრინციპული თემა, რის გამოც ამ პროცესებში ჩართვას დავთანხმდი. პირველი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩვენ დაგვრჩა ესეთი სტერეოტიპი - მედია აღარ არის მეოთხე ხელისუფლება, მედია არის პირველი ხელისუფლება. მომსწრე ვარ, 2000-იან წლებში, აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოთახში, სააკაშვილთან ერთად როგორ ინიშნებოდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღლა აყენებდა მედიას, მის მენეჯმენტს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."