"აღარც ვაშლი ვართ და აღარც კიტრი... საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია" - მიხეილ სააკაშვილი

"აღარც ვაშლი ვართ და აღარც კიტრი... საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია" - მიხეილ სააკაშვილი

"საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, ის ყველას ფეხებზე ჰკიდია" - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში მიუნხენიდან ჩაერთო.

მან მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აღარავინ ახსენებს და ეს ხელისუფლების ბრალია.

ნახეთ ვიდეო

"ევროპაში არავინ აღარ ახსენებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აღარ ახსენებენ, რადგან თვითონ საქართველო აღარ ლობირებს ამას. საქართველო გამქრალია რადარებიდან. მახსოვს, ალასანია ამბობდა, რომ არ უნდა ვიყოთ განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთ შორისო. აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი, არანაირი ვაშლი აღარ ვართ, არც კიტრი აღარ ვართ... ვართ გამქრალები. ივანიშვილმა გააკეთა ის, რის მიღწევასაც წლების მანძილზე რუსეთი ცდილობდა. როდესაც ასეთ კონფერენციაზე დავდიოდი, საქართველო ბევრში გაღიზიანებას იწვევდა, რადგან ბევრი ლაპარაკობდა საქართველოზე, იხილავდნენ მას, კამათობდნენ საქართველოზე და ეხლა საქართველო ყველას სულ ფეხებზე ჰკიდიათ. რამდენი პრემიერიც არ უნდა გამოაგზავნონ, მაინც იქნებიან ჩვეულებრივი პროვინციელი ფეოდალის მონები. მცხვენია, რომ პრემიერს მონა ვუწოდო, მაგრამ სხვა რა ჰქვია ამ თანამდებობის პირს, არ ვიცი. ეს არის რეალობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."