"ბოლო დროს უცნაურ და არა­სერიოზულ განცხადებებს აკეთებს­" - ალექსანდრე­ კვიტაშვილი უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე

"ბოლო დროს უცნაურ და არა­სერიოზულ განცხადებებს აკეთებს­" - ალექსანდრე­ კვიტაშვილი უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოით­ხოვა. "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე­ კვიტაშვილი ესაუბრა. გაზეთთან ინტერვიუში კვიტაშვილმა სააკაშვილის ოპოზიციაში­ გადასვლისა და უკრაინის პრემიერობისთვის მზადების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი­ ყველას მისამართით უცნაურ და არა­­სერიოზულ განცხადებებს აკეთებს­... ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად­, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდ­იდით მეორე ფრაქციამ­ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის­ თანამდებობაზე­ სააკაშვილი დაინიშნოს. ამ ვითარებას სააკა­შვილიც საღად აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებ­ისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანებთან ბრძოლა არც ისე იოლია...", - განაცხადა კვიტაშვილმა.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."