რომელი კომპანიები ფლობენ წილებს საქართველოს პორტებში

რომელი კომპანიები ფლობენ წილებს საქართველოს პორტებში

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა - 5,7 მლნ ტონა.

2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა - 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი - 6,1 მეტრი)

საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 100 000 TEU წელიწადში.

სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 180 000 მგზავრი წელიწადში.

2008 წლის თებერვალში სს "ყაზტრანსოილის" შვილობილმა კომპანიამ - შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.

ფოთის პორტი

2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა - 6,8 მლნ ტონა

2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა - 325,121 TEU

საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 400 000 TEU წელიწადში.

2008 წელს ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით არაბულმა კომპანია "რაკიამ" (RAK Investment Authority) შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წლის აპრილში "რაკიამ" ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს AP Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს მიჰყიდა და პორტის მართვიდან გავიდა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია