როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!

როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზ­ე­­თში, განცხადებების გვერდზე წავიკითხე, რომ ვიღაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დევნილის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. იქვე სახელი და ტელეფონი იყო მითითებული. დავრეკე.­ შუახნის მამაკაცი იქნებოდა...

დევნილის სტატუსის "გამჩალიჩებელმა" მირჩია, ჯერ ვიზაზე მეზრუნა, პოლიტდევნილის სტატუსის მიღებაში კი მერე დამეხმარებოდა. დამპირდა, რომ შეთხზავს "ნაციონალურ ზღაპარს", თითქოს "ნაცმოძრაობის"­ წევრი ვარ, რომელსაც დევნიან, იჭერენ, სცემენ, მოკვლით ემუქრებიან. ეს ამბავი ითარგმნებოდა ინგლისურად და ინტერნეტსაიტზე განთავსდებოდა ისე, რომ კომისია, რომელიც ჩემი დევნილობის სტატუსს განიხილ­ავდა, დარწმუნებულიყო, უცხოეთში გაქცევამდე საქართველოში ჩემი ცოდვით ქვაც რომ იწვოდა და ამას მედიაც აშუქებდა. ეს 500 დოლარი დამიჯდებოდა.

დამაჯერებლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაც მომცემდა­ ბეჭედდასმულ ცნობას და რეკომენდაციას, რომ პოლიტიკური მოტივით მდევნიან. ეს სერვისი კი 700 დოლარი დამიჯდებოდა, მაგრამ სანამ 700 დოლარის გადახდაზე მიდგებოდა საქმე, ბევრი რამ უნდა მომეგვარებინა. თავ

დაპირველად - ვიზა, რომელსაც ვერ ავიღებდი, თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის ცნობა და საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ მექნებოდა, თუმცა, ამ ცნობასაც გამიკეთებდნენ, რომლის ფასიც 500 დოლარით­ იწყება და ზემოთ მირბის. მოკლედ, ფულს გადავიხდიდი და ვიზასაც­ ჩამირტყამდნენ.

"კეთილმოსურნემ" მითხრა, ვიზა ლეგალური უნდა გქონდეთ, მაგრამ კომისიაზე რომ მოხვდებით, უნდა თქვათ, რომ თბილისის აეროპორტში შეიპარეთ და ქრთა­მის წყალობით შეაღწიეთ თვითმფრინავში, თორემ ისინი, ვინც მოკვლით გემუქრებოდნენ, იქვე, აეროპორტში აგიგ­ებდნენ წესსო.

ჩემმა "გადამრჩენელმა" სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ან რელი­გ­იური მოტივით დევნილის სტატუსიც შემ­ომთავაზა. მოკლედ, ისეთი გულუხვი აღმოჩნდა, ძალადობის ფორმისა და შინაარსის არჩევა მე მომანდო, ამბის შეთხზვა კი თვითონ იტვირთა.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია