"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."

"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."

ბოლო დროს ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში, ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობის სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ წნევაა დაბალი ან მრიცხველები არ მუშაობს გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ, რაც არა მხოლოდ აბონენტების უფლებებს, არამედ მათ უსაფრთხოებასაც ეხება.

ლალი კაკაშვილი, "ყაზტრანსგაზის" ბუნებრივი გაზის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი: "2009 წლიდან, რაც ლაბორატორია დაგვიხურეს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვასწავლი. გაზის თბოუნარიანობა რამდენჯერმე გავზომეთ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და ის ნამდვილად შეესაბამებოდა სტანდარტს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სურათს ვერ მოგვცემს. როცა ლაბორატორია მოქმედებდა, კერძო კომპანიებიც გვიკვეთდნენ კვლევას, თბოუნარიანობის მიხედვით ხარჯს ითვლიდნენ და ამას პროდუქციის ფასწარმოქმნაში ითვალისწინებდნენ.

გაზის თბოუნარიანობის მაჩვენებლების განსაზღვრა მაშინაც არის საჭირო, როცა გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად საპროექტო გათვლა კეთდება, რადგან ხარჯი გაზის კალორიულობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ალტერნატიული წყაროს არქონის გამო იძულებული ვართ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაჩვენებლებს ვენდოთ.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: ლაბორატორიაში ბუნებრივი აირის ოდორიზაციის მაჩვენებელს, ანუ სუნის ინტენსივობასაც ვამოწმებდით. სწორედ ოდორანტის, მძაფრი სუნის მქონე ტოქსიკური ნივთიერების დამატება აძლევს გაზს იმ სუნს, რომელიც ხალხში "გაზის სუნით" არის ცნობილი. ეს ნივთიერებაც აირში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა შეურიოს და აკეთებს თუ არა ამას, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ გაზის სუნის მიხედვით, რომელიც ბოლო დროს არ იგრძნობა. სახელმწიფო დანაშაული იყო ლაბორატორიის გაუქმება, რადგან ფაქტობრივად ეს იგივეა, ბომბი გავუგზავნოთ ადამიანებს შინ".

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია