"გაიქცნენ, მაგრამ პატრულმა იყოჩაღა" - ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს თვითმხილველი ყვება

"გაიქცნენ, მაგრამ პატრულმა იყოჩაღა" - ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს თვითმხილველი ყვება

დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი. დაჭრილია მისი ნათესავი, რომელიც ამავე ბენზინგასამართი სადგურის თანამფლობელია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი პოლიციამ მალევე დააკავა. რომან ცხვირალაშვილის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებთან 5 პირი იმყოფებოდა, რომლებმაც გასროლა განახორციელეს და ფეხით გაიქცნენ.

"კალონკაზე მოკლეს კაცი და გაიქცნენ, მაგრამ პატრულმა იყოჩაღა. სროლის ხმაზე მოაბრუნა მანქანა, გაეკიდა და დაიჭირა ერთ-ერთი. როგორც ამბობენ, დაჭრილი და მოკლული ძმები ან ბიძაშვილები არიან. რა მიზეზით მოხდა, არავინ იცის. სავარაუდოდ, ამ ბენზინგასამართის მფლობელებთან მოვიდა ხუთი კაცი, რომელთაგან ერთ-ერთმა ისროლა. როგორც გითხარით, პოლიციამ ერთ-ერთი დააკავა", - ამბობს რომან ცხვირალაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ