საერთოდ უნდა გავშიშვლდე, მერე დადებილდებიან და დაუნდებიან - გია სურამელაშვილი

საერთოდ უნდა გავშიშვლდე, მერე დადებილდებიან და დაუნდებიან - გია სურამელაშვილი

მომღერალი გია სურამელაშვილი ჭორებმა შეაწუხა. როგორც მან "არ დაიდარდოს" ეთერში თქვა, აპირებს საზოგადოება საბოლოოდ გააოცოს და "მეხი დასცეს". ამას სურამელაშვილი შიშველი სხეულის გამოჩენით ეცდება.

"საერთოდ უნდა გავშიშვლდე, რომ ერთხელ და სამუდამოდ მეხი დაეცეს ყველას. ხომ ამბობენ, მარტო ეს აკლიაო, რადგან ეს მაკლია გავშიშვლდები საერთოდ. ეს სილამაზე და ლამაზი სხეული დაინახოს ყველამ. იმდენს ლაპარაკობენ ამ თემაზე, ეტყობა ლამაზი სხეული მაქვს და ამიტომ მას ბოლომდე გამოვაჩენ. უკვე ჩემი სიმღერაც აღარ უნდათ, ოღონდ სხეული გამოვაჩინო. მერე დადებილდებიან და დაუნდებიან...", - განაცხადა სურამელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მომღერალმა იმ კრიტიკასაც უპასუხა, რაც გია ჯაჯანიძის გადაცემას მოჰყვა, სადაც სურამელაშვილი პედიკურს იკეთებდა.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერია.

"ეს არის ელემენტარული ჰიგიენა. იმავე შოუში ვირუჯებოდი, აუზში ვხტებოდი და ხალხს არ უკვირდა. ბაყვები მიჩანდა და ეს ლამაზი ფეხუნები, ძალიან ლამაზ დონეზე. ეხლა კიდევ ოდნავ ავიწიე შარვლის ტოტები და ვიწესრიგებდი ფეხებს", - ამბობს მომღერალი.

ასევე იხილეთ: ნინი ბადურაშვილი გია ჯაჯანიძის გადაცემის წინააღმდეგ - "ეს მაყურებლის შეურაცხყოფაა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია