ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია