ქუთაისიდან ევროპის კიდევ შვიდი ქალაქის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

 ქუთაისიდან ევროპის კიდევ შვიდი ქალაქის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ ავიაკომპანია "ვიზეარი" შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.

ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.

რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.

Flights from Georgia to Europe will cost around EUR 30

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია