"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"

"დასავლეთ საქართველოში პედოფილია ყვავის"

ანტიკორფუციული საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოში მომრავლებულ პედოფილიის ფაქტებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებულად ჭარბობს რეგიონებში: "საშინელი ინფორმაციები მოგვდის პედოფილიასთან დაკავშირებით. დასავლეთ საქართველოში ყვავის ეს უბედურება. ხონიდან, სამტრედიიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და სენაკიდან საშინელი ინფორმაციები მოდის. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ სკოლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირდა. ვთხოვეთ შსს-ს, განათლების სამინისტროს, მშობლებსა და საზოგადოებას, სკოლებს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა მოზარდების სუიციდის ფაქტებმა. მე არც ჭირისუფლის გაღიზიანება მინდა და არც გარდაცვლილის შეურაცხყოფა, მაგრამ მოვიკითხოთ, ამ ბავშვებს მსგავსი რამე ხომ არ შეემთხვათ?" - ამბობს ინტერვიუში ანტიკორფუციული საბჭოს ხელმძღვანელი.

ბურჯანაძის თქმით, პედოფილიის ფაქტებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. "შსს-ში მთხოვეს, იქნებ მოძალადის ვინაობა და სამოქმედო არეალი დაგვისახელოო. მათიც მესმის, თუ ზუსტი მონაცემები არ აქვთ, რეაგირება გაუჭირდებათ" - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, "დროა, ამ პრობლემას შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზულად მოჰკიდონ ხელი, თორემ მერე რაღაც უბედურება მოხდება და გაუბედურებული ბავშვის ახლობელს კიდევ იქით დასჯიან. ...ბავშვების ფსიქიკაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ მათ ძალადობისგან ვერ დავიცავთ, მათგან იმავე მოძალადეს ვძერწავთ. ამ სახის მოძალადეების 70%-ზე ბავშვობაში იძალადეს".

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია