რა შეზღუდვები უწესდებათ ონლაინ კაზინოებს და მოთამაშეებს?

რა შეზღუდვები უწესდებათ ონლაინ კაზინოებს და მოთამაშეებს?

"პირველი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა და მთავრობამ უნდა მიიღოს, ეს არის თანხების აღრიცხვა და გადასახადების დადგენა. დღევანდელი მდგომარეობით, კაზინოების მფლობელები კი იხდინა მოსაკრებელს, მაგრამ ამაში ავტომატურად იგულისხმება ონლაინ-თამაშების გადასახადიც. ახლა საერთოდ არ არის ცნობილი, რა თანხები ტრიალებს ამ კუთხით, ვინ რამდენს იგებს, ვინ რამდენს აგებს. თავიდან ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან სწრაფად განვითარდა ეს სფერო - მაგალითად, თუ 2011 წელს აქ იყო 200-მილიონიანი ბრუნვა, 2015 წელს ავიდა 2 მილიარდზე. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ბრუნვა ამდენით გაიზარდა, გადასახადი იგივე უნდა დარჩეს?" - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის "აფბ" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა შეზღუდვები უწესდებათ ონლაინ კაზინოებს და მოთამაშეებს?

"ონლაინ-თამაშების გადასახადი ცალკე უნდა დაწესდეს. ფაქტობრივად, ამ კუთხით გადასახადი არ არსებობს, ონლაინ-მოთამაშეები რეალური კაზინოების შვილობილები არიან და რასაც რეალურში იხდიან , ონლაინის გადასახადიც იგულისხმება. ეს არის უსამართლობა, სისტემა უნდა გახდეს გამჭირვალე. ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას, რომ შეიქმნას ერთიანი ინტერნეტ-ბაზა, სადაც მოექცევა ყველა კაზინო, ტოტალიზატორი თუ ონლაინ-მოთამაშე და ყველა ტრანზაქცია საგადასახადო სამსახურისთვის იქნება გამჭვირვალე. საგადასახადო სამსახურს უნდა ჰქონდეს წვდომა, რომელი კაზინო რა გადარიცხვებს აკეთებს, რა შემოსავლები ფიქსირდება და ასე შემდეგ. მეორე რეკომენდაცია გვაქვს ასეთი: გარდა ონლაინ-კაზინოებისა, ასევე უნდა დარეგისტრირდნენ მოთამაშეებიც. ესეც გახდება გამჭირვალე, ოღონდ სახელმწიფოსთვის. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ ისეთ რეგულაციებს, რაც უკვე აპრობირებულია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. არსად ეს სფერო არ არის მიშვებული , ყველგან კონტროლდება და სახელმწიფომ იცის მოთამაშეების რეალური ვინაობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ კუკულაძე.

"რაც შეეხება რეგისტრაციის თანხას, გადასახადი იქნება ფიქსირებული. ჩვენი აზრით, უნდა დაწესდეს ან ერთჯერადად 1200 ლარი ან 100 ლარი თვეში. მოთამაშემ უნდა იყიდოს სპეციალური კოდი, ანუ უფლება სახელმწიფოსგან. ისეთ ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ თამაში, ვისაც არ აქვს ნორმალური შემოსავალი. აქვე კანონით დაწესდება სათამაშო ლიმიტი, დარეგისტრირებულ მოთამაშეს არ ექნება თვეში 100 ლარზე მეტის წაგების უფლება. ვისაც არ უნდა, რომ ფინანსთა სამინისტროში წარადგინოს დეკლარაცია, ასეთებს ეძლევათ რეალურ კაზინოში თამაშის უფლება, იქ უკვე გზა ხსნილი აქვთ. 100-ლარიანი ლიმიტი არ გავრცელდება უცხოელებზე, რომლებიც ჩამოსულები არიან და აქ თამაშობენ. ასეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკაშიც," - დასძენს ანალიტიკოსი.

"რატომ არის ბიზნესზე ზეწოლა, თუკი თანხები, ანუ შემოსავლები იქნება გამჭირვალე და სფერო, სადაც უკვე 2 მილიარდი ლარი ტრიალებს, არაფერს არ უნდა იხდიდეს? ვნახოთ, ეს გრძელი პროცესია, შეიძლება შევიდეს შესწორებებიც. ამ კონცეფციამ უნდა გაიაროს პარლამენტის ხელშიც, იქნება შეხვედრები და აზრთა შეჯერება. ჩვენ საზოგადოებასა და მთავრობას ვთავაზობთ, დანარჩენზე კი ვიკამათოთ."

ქართული პრესის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია