"ძალიან მინდა ბავშვები, ბენიც არ არის პატარა" - როგორია ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული ცხოვრება

"ძალიან მინდა ბავშვები, ბენიც არ არის პატარა" - როგორია ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული ცხოვრება

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკული ცხოვრებით და ახალი ოჯახით უზომოდ კმაყოფილია. ნუკის "ნანუკას შოუს" გადამღები ჯგუფი ნიუ-იორკში ესტუმრა. როგორც ის ამბობს, ჯერ კიდევ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ გათხოვილია და ხშირად ეს ყველაფერი "თამაში ჰგონია".

"გადავერთე ამერიკული ცხოვრების სტილზე. ბენი მუშაობს, მე სახლში ვზივარ, არაფერს არ ვაკეთებ. დილით ბენის სამსახურში ვაცილებ ხოლმე. რომ ვთქვა ყოველ დილით ვაცილებ-თქო, მოვიტყუები, თუმცა ვცდილბ ხშირად გავაცილო. ყოველი წასვლის წინ მაგიდაზე ფულს მიტოვებს. მე დავამუღამე მაგარი რაღაც, აქ ძალიან იაფია ტანსაცმელი.. ამიტომ მთელი დღე ვატარებ მაღაზიებში. ბენის ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს. ძირითადად, სულ საავადმყოფოშია. თავისუფალ დროს სახლისთვის რაღაცეებს ვყიდულობთ. თამაში მგონია ეს ყველაფერი, ბოლომდე ვერ მივხვდი, რომ გათხოვილი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ არის ის, რაც შეიძლება ბევრს ეგონოს - იდეალური ცხოვრება, ან ეგონოთ, რომ საერთოდ არ ვჩხუბობთ. არა, ბევრს ვჩხუბობთ. ჩხუბის დროს მინდა ხოლმე, რომ დაქალს დავურეკო და მოვუყვე ამის შესახებ, მახსენდება, რომ ყველას სძინავს. ამიტომ მივდივარ ისევ ბენისთან და ისევ მას ვეუბნები, რომ ქმარი მჩაგრავს. ამ სიტყვებზე ეცინება. ამის შემდეგ ვრიგდებით. ძალიან მინდა ბავშვები. ძალიან მაგარია, როდესაც ხარ ახალგაზრდა დედა. ბენიც არ არის პატარა. 36 წლის არის და გვინდა, რომ ბავშვებზე ვიფიქროთ. ამის შემდეგ უკვე გავფართოვდებით. ახალ სახლებს ვათვალიერებთ უკვე. ვერ გადავწყვიტეთ, სად გვირჩევნია ცხოვრება. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ნამდვილი ფუფუნებაა", - ამბობს ნუკი.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4 „ძალიან მინდა ბავშვები, ბენიც არ არის პატარა“ - როგორია ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული ცხოვრება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია