ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ხვალ ქარია მოსალოდნელი, აღმოსალეთში კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ზოგან ნალექი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -2-3 გრადუსი იქნება, დღისით 2-7 გრადუსი. დედაქალაქში ღამისა და დილის საათებში ნალექი იქნება, სავარაუდოდ თოვლჭყაპის სახით, მოსალოდნელია ნისლი და ღამით ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსადნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღისით 12-17 გრადუსი იქნება.

მთაში ზოგან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი, მაღალმთაში მოთოვს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია