ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე

ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე

რამდენიმე დღეა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსსა და "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებულ ღირებულებაზე იაფად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როგორც წესი, სავალუტო ჯიხურები ელექტრონული სისტემის სავაჭრო ტენდენციას მიჰყვებიან, თუმცა ახლა ეს კონიუნქტურა დაირღვა. სპეციალისტების შეფასებით, საქმე გვაქვს ხელოვნურად აწეულ კურსთან, რეალურად კი ბაზარზე სულ სხვა ვითარებაა.

13-14 თებერვალს, როდესაც "ბულმბერგზე" კურსი 2,50-ის ნიშნულს გადაცდა, სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,48-2,485-ის ფარგლებში იყიდებოდა. 16 თებერვალს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4821-ის ნიშნულზე დაფიქსირა, თუმცა ბაზარზე ვითარება არ შეცვლილა. გუშინ, საღამომდე ბლუმბერგზე კურსი 2,5023-ის დონემდე გაიზარდა, სავალუტო პუნქტები კი დოლარს 2,49-2,493 ლარის ფარგლებში ყიდიდნენ.

ასეთ დროს შეიძლება გაკეთდეს ერთი დასკვნა - რეალურად დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო "ბლუმბერგზე" მიმდინარე ვაჭრობა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არ ასახავს. ამ სისტემაში კურსის ცვლილება ორ სუბიექტს შორის უმნიშვნელო გარიგებითაც კი შეიძლება მოხდეს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შორის კონკურენცია დიდია და ყველა ცდილობს, რომ ისეთ მარჟაზე იმუშაოს, რომელიც შემოსავალს მოუტანს. ცოტა ხანს კიდევ უნდა დავაკვირდეთ, კვირის ბოლომდე, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე უფრო მკაფიო დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ", - ამბობს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

"რ": თუ დოლარზე მოთხოვნა დაბალია, მაშინ "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში რატომ ფიქსირდება უფრო მაღალი კურსი?

ვ.ხ: სავალუტო პუნქტებში "ქეშის" სახით მიმდინარეობს ვაჭრობა, ეს სხვა კონიუნქტურაა. რაც შეეხება "ბლუმბერგს", იქ სხვა სახის კლიენტურის დავალებები სრულდება, ესენია, ძირითადად, ბანკები.

როგორც წესი, სავალუტო პუნქტები "ბლუმბერგში" დაფიქსირებულ კურსს მიჰყვებიან ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება "ქეშზე" მოთხოვნა დავარდა. ვიმეორებ, კვირის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

"რ": სხვა მიზეზებში რას გულისხმობთ?

ვ.ხ: ამ შემთხვევაში "სხვა მიზეზი" არის ის, რომ "ბლუმბერგზე" ფიქსირებული კურსი არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნა-მიწოდებას. დახურულ ელექტრონულ სისტემაში შეიძლება ერთმა ან ორმა ბანკმა პატარა თანხით მოახდინოს კურსზე მანიპულირება. ამ შემთხვევაში აღნიშნული სისტემა სამართლიანი კურსის ფორმირების საშუალებას არ იძლევა, რომელიც რეალურ მოთხოვნასა და მიწოდებას შეესაბამება. ეს არის ძალიან ცუდი სინდრომი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია