უსი­ნათ­ლო გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და "საყ­ვე­დუ­რი ღმერთს"

უსი­ნათ­ლო გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და "საყ­ვე­დუ­რი ღმერთს"

"ნე­ტაი, ღმერ­თო, შენ, რომ ახ­ლა ზე­ცა­ში გძი­ნავს,

მე კი ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ მა­თე­ნებს ღა­მე.

ვიწყ­ვე­ტავ ისეც, გა­დაგ­ლე­ჯილ შერ­ჩე­ნილ ნერ­ვებს,

შენ კი გძი­ნავს და მშვი­დო­ბი­ანს ისიზ­მ­რებ მტრე­დებს..."  - ამ ლექ­სის ავ­ტო­რი 24 წლის უსი­ნათ­ლო მაგ­და ბე­ჟა­ნიშ­ვი­ლია და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ასე უფალს უსაყ­ვე­დუ­რა.

გო­გო­ნა სა­მი წლის იყო, რო­დე­საც თვა­ლის ბა­დუ­რე­ბი ჩა­მო­ე­შა­ლა და მას შემ­დეგ თვა­ლისჩი­ნი და­კარ­გა. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერს, მღე­რის, უკ­რავს და რაც მთა­ვა­რია, მის ქა­ლაქ­ში - თე­ლავ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვა­ნია. მა­ნამ­დე მაგ­და ორი არა­სამ­თავ­რო­ბო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვებს გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბო­და...

რაც უფ­რო მეტს აკე­თებს, უფ­რო ხში­რად უს­ვა­მენ კითხ­ვას: ამას რო­გორ ახერ­ხებ? თა­ვი­დან ბრაზ­დე­ბო­და, ახ­ლა ყვე­ლას ხა­ლი­სით პა­სუ­ხობს: "ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რად­გან მე თქვენ­ნა­ი­რი ვარ და ვცდი­ლობ, რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი შევ­ქ­მ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ვიმ­კ­ვიდ­რო..."

- ყვე­ლა წუ­თი და­გეგ­მი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი მაქვს. ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შევ­ქ­მ­ნა, ვის­წავ­ლო, მე­ტი და­ვი­ნა­ხო და ამის­თ­ვის მხო­ლოდ თვა­ლე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი... რა­ღა­ცებ­ში მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, უფ­რო მეტს კი თა­ვად ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა. ვწერ, ვმღე­რი და ვუკ­რავ. ფან­დურ­ზე დაკ­ვ­რის შე­სას­წავ­ლად, თა­ვი­დან მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვე­დი, ცო­ტა ხანს ვი­ა­რე, შემ­დეგ უკ­ვე ჩე­მით ავუ­ღე ალ­ღო.

- ლექ­სე­ბის წე­რა რო­დის და­იწყე?

- 12-13 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, პირ­ვე­ლი ლექ­სი რომ დავ­წე­რე და მას შემ­დეგ ვწერ. უფ­რო სწო­რად, რა­ღა­ცებს ვჯღაბ­ნი, ჩემ­თ­ვის...

- ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დი?

- დი­ახ, პირ­ვე­ლი სა­მი კლა­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სკო­ლა­ში ვი­ა­რე, შემ­დეგ თბი­ლის­ში, 102-ე სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა-პან­სი­ონ­ში გა­და­ვე­დი, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მე­რე კი თე­ლავ­ში დავ­ბ­რუნ­დი და პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში, სა­დაც სას­ტუმ­როს საქ­მის მწარ­მო­ებ­ლის პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბი.

- ვი­ცი, რომ მუ­შა­ობ...

- დი­ახ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს; იმ­დე­ნად დიდ­ხანს, რომ ბო­ლოს ყო­ველ­გ­ვა­რი იმე­დი გა­და­მე­წუ­რა. შემ­დეგ, ასე ვთქვათ, და­ვი­ქადე კი­დეც: მომ­ბეზ­რ­და, არც "სი­ვის" გავ­გ­ზავ­ნი და აღარც ვა­კან­სი­ებს ვნა­ხავ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს, მე­გო­ბა­რი და­მი­კავ­შირ­და, - ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გი­ბა­რებს, კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა უნ­და მო­ამ­ზა­დოო. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც წა­ვე­დი. იმ­დე­ნად მინ­დო­და სამ­სა­ხუ­რი, უარის თქმა არც მი­ფიქ­რია. მე­რე ვხუმ­რობ­დი, - ამ გა­და­ცე­მას "მეშ­ვე­ლა" უნ­და და­ვარ­ქ­ვა-მეთ­ქი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ და მას "არტ სა­ა­თი" და­ვარ­ქ­ვით. გა­და­ცე­მის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა ასე­თი იყო: თა­ვად უნ­და მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა თე­მა და სტუმ­რე­ბად შეგ­ვერ­ჩია ერ­თი ცნო­ბი­ლი და ერ­თიც, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რებ­დ­ნენ.

- მუ­შა­ო­ბი­სას რა სირ­თუ­ლე­ებს წა­აწყ­დი? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია