ვინ და როგორ ქმნის ქართულ 3D წიგნებს

ვინ და როგორ ქმნის ქართულ 3D წიგნებს

პირველი ქართული მოძრავჩანართებიანი წიგნი საქართველოში 2011 წელს გამოვიდა. მაშინ პირველად შეძლეს ბავშვებმა ვეფხისა და მოყმის ამბავი ერთდროულად წაეკითხათ, ენახათ და შეხებოდნენ. "ვეფხისტყაოსნის" მერე იყო დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე - ამჟამად ქართული 3D წიგნებისა სერიის ფარგლებში უკვე 9 წიგნია გამოსული. თითეული წიგნის იდეა, მაკეტი, 3D მოძრავი ჩანართები, ილუსტრაციები, დიზაინი და ტექსტი ქართველ ავტორებს ეკუთვნით - გამომცემლობა "პალიტრა ლ" ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში 3D წიგნების სერიას ქმნის.

თითეულ წიგნზე მუშაობა დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ქართველი ავტორების მთავარი ამოცანა პატარების ყურადღების მიქცევა, კითხვისადმი ინტერესის გამოჩენა და მათზე წარუშლელი შთაბეჭდილებების მოხდენაა. სამგანზომილებიანი წიგნის კითხვა იწვევს ბავშვში მოთხოვინილებას მომავალში უფრო რთული წიგნი წაიკითხოს.

"პალიტრა ლ"-ის ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს საშულებაას აძლევს, იმოგზაურონ ისტორიულ სამყაროში და ხელით შეეხონ საყვარელ გმირებსა თუ მოვლენებს. ვეფხისტყაოსანი, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ გორგასალი, დიდოსტატის მარჯვენა, არგონავტები, პრომეთე, მეფე თამარი, ერეკლე მეორე - ეს ქართული 3D სერიის ფარგლებში გამოსული წიგნების ჩამონათავალია.

20 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე "ბიბლუსი ქიდსში" (ჭავჭავაძის გამზირი 7) ქაღალდის ინჟინერი კოტე იანტბელიძე 3D წიგნის შექმნის მასტერკლასს ჩაატრებს. დასწრება ნებისმიერ სმურველს შეუძლია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია