არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში

არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თერჯოლის პოლიციაში

სახალხო დამცველი მიმართავს მთავარ პროკურარატურას, რომ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობს ფაქტზე. საქმე ეხება გასული წლის 15 დეკემბერს თორჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომხდარ ფაქტს.

"საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა არასრულწლოვნებს თ.გ.-ს და ლ.გ.-ს. ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა შსს თერჯოლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან.

არასრულწლოვან თ.გ.-ს გადმოცემით, 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის ავტოსადგურზე, სადაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანაში ჩასვეს და შსს თერჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. გზაში პოლიციელები მათ მაღაზიების გაქურდვის ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაფიქსირებული იყვნენ ვიდეოკამერებზე. ასევე, ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ.

ლ.გ.-ს გადმოცემით, ის პოლიციის შენობაში შეიყვანეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხოლო გაათავისუფლეს 16 დეკემბერს დილის 06:00 საათზე. რვა საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ლ.გ.-მ აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გახადეს ტანსაცმელი, აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ