"მე მაქვს +1 ქრომოსომა და უძლიერესი ადამიანი ვარ"

"მე მაქვს +1 ქრომოსომა და უძლიერესი ადამიანი ვარ"

თოქ-შოუ "პროფილმა" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს უმასპინძლა.

ერთ-ერთი სტუმარი, ყველასთვის ცნობილი, Xფაქტორის წამყვანი, გიგო შიუკაშვილი გახლდათ, რომელმაც საბავშვო ბაღისა და სკოლის წლები გაიხსენა. ბავშვობის მეგობრები, პედაგოგები მოიკითხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"სკოლაში ათიანებზე ვსწავლობდი, მათემატიკაში იყო მაგალითები რომელიც უნდა ამოგეხსნა და მე ამას ვაკეთებდი. მე მაგარი ვარ... მინდა რომ ატესტატი ავიღო, თეატრალურში ჩავაბარო და კინოში მივიღო მონაწილეობა... თეატრი ჩემი ცხოვრებაა... ჩემი საყვარელი როლი არის პატარა პრინცი-უფლისწული...როგორც  გიგომ აღნიშნა, მისი გმირის საყვარელი ფრაზა იყო  "თუ შეიძლება დამიხატე ბატკანი..."  იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია