"ოჯახებში ზიზღი ტრიალებს, ცოლები სატანად ჰყავთ მიჩნეული" - მისტიკა საქართველოში

"ოჯახებში ზიზღი ტრიალებს, ცოლები სატანად ჰყავთ მიჩნეული" - მისტიკა საქართველოში

როგორც ჩანს, საქართველოში დღემდე არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერა მისტიკისა და ჯადოების. ბევრი ქალბატონი ხშირად სტუმრობს მკითხავს იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი გაიგოს. უმეტეს შემთხვევაში ე.წ. "მომავლის მცოდნეები" კლიენტს ლამაზ მომავალს, სასურველ საქმროს და სარფიან სამსახურს უწინასწარმეტყველებენ ხოლმე. ესეც ალბათ ერთგვარი ხრიკია იმისთვის, რომ კლიენტი არ დაკარგონ და ცნობისმოყვარეები თავიანთ კარზე ისევ მიიყვანონ. ჯადოებს და მისტიკას მიეძღვნა გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსიც". წამყვანმა ერთად რამდენიმე მკითხავი შეკრიბა და დაინტერესდა, რატომ მიიწევს ხალხი ამ ადამიანებთან.

"ძველი, ტკბილი და ოჯახური ცხოვრება დიდი ხანია ყველა ოჯახში დასრულდა. 100%-დან შეიძლება 5% ცხოვრობს ქმართან და შვილებთან. ოჯახებში ზიზღი ტრიალებს, ცოლები სატანად ჰყავთ მიჩნეული... იცით, რას ჰყვება ხალხი? საშინელება ტრიალებს. ერთი დღის გაცნობილებთან გარბიან და ანებებენ ოჯახებს თავს", - ამბობს ერთ-ერთი მკითხავი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია