პაატა ბურჭულაძე - ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში

პაატა ბურჭულაძე - ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში

ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომელიც დღეიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც დაიკავებს.

როგორც ბურჭულაძის განცხადებაშია ნათქვამი, "ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში".

ამასთან, ბურჭულაძე ვანო მაჭავარიანის მიერ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის მიზეზსაც განმარტავს და აღნიშნულს, "ახალ ფაზას" უკავშირებს, რომელშიც ფონდი გადადის.

"საქართველოს განვითარების ფონდი" მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში.

"საქართველოს განვითარების ფონდის" რეგიონული ოფისები გაიხსნა რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისში და ბათუმში. ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდი.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე.

მიხარია, რომ ბატონმა ვანომ ჩემი შეთავაზება მიიღო და მისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობების სფეროში, "საქართველოს განვითარების ფონდს" საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება", - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."