"თავი სახეში დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა" - გორში პატრულის თანამშრომელი სცემეს

"თავი სახეში დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა" - გორში პატრულის თანამშრომელი სცემეს

40 წლამდე ასაკის მამაკაცს, პატრულის თანამშრომლის ცემის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის თაობაზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

დაზარალებულად პატრულ-ინსპექტორი მალხაზ ბირთველიშვილი ცნეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო, ხოლო პატრულის ეკიპაჟის წევრებთან შელაპარაკება მაშინ მოუვიდა, როდესაც ბორკილებდადებულ სხვა პიროვნებას პატრულის მანქანის კარები გაუღო და მისი გათავისუფლება სცადა.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 14 ოქტომბერს პატრულის თანამშრომლებმა მალხაზ ბირთველიშვილმა და გიგა ცერცვაძემ, სტალინის ქუჩაზე, სხვა ორი ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცი შენიშნეს. ეკიპაჟის წევრებმა ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით დააკავეს.

,,ერთ-ერთ მათგანს მე დავადე ბორკილები და მანქანაში ჩავსვი. ჩვენი მანქანა ისეთია, რომ დაკავებულს რომ მოვათავსებთ, კარი ავტომატურად იკეტება. კარები მხოლოდ გარედან იღება. ამის იმედით, ერთ-ერთი დაკავებული მანქანაში დავტოვე, კარი დავხურე და მალხაზ ბირთველიშვილის დასახმარებლად წავედი, რადგან ის მეორე პიროვნების დაკავებას ცდილობდა. ვიფიქრე, დავხმარებოდი", - იხსენებს გიგა ცერცვაძე.

პატრულის ეკიპაჟის წევრებს, ცოტა ხნის შემდეგ, მანქანასთან სიურპრიზი დახვდათ.

,,როდესაც მეორე პიროვნება მანქანასთან მივიყვანეთ, დავინახეთ, რომ ჩვენი მანქანის კარი ღია იყო, ხოლო დაკავებული მანქანაში აღარ იყო," - განაცხადა გიგა ცერცვაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

მიმოიხედეს და ბორკილდადებული პიროვნება ერთ-ერთ მოქალაქესთან, 40 წლამდე ასაკის მამაკაცთან იდგა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ