საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა შალვა შენგელიამ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შენგელია და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლეს.

სამინისტროს განცხადებით, შენგელიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მისი მოადგილეები კი მუშაობას აგრძელებენ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, შალვა შენგელიას შემცვლელად სუს-ის ყოფილი უფროსის გიორგი ხურციას სამმართველოს უფროსად დანიშვნის შესახებ, შსს-ში აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ