ფონიჭალის პოლიციის შენობაში გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას ახლობლებმა შეჭრა სცადეს

ფონიჭალის პოლიციის შენობაში გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას ახლობლებმა შეჭრა სცადეს

ფონიჭალის პოლიციის შენობაში გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას მშობლებმა შეჭრა სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანის ახლობლები სამართალდამცავებს დროულ გამოძიებას სთხოვდნენ. ოჯახი აცხადებდა, რომ არასრულწლოვანი გოგონა ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ გამოძიების მიმართ.

,,ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყოლია, მასწავლებელთან ემზადებოდა და უცნობმა პირებმა გაიტაცეს", - აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას დედა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ