17 წლის გოგონას 3 დღეა ეძებენ - გატაცებულის ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს

17 წლის გოგონას 3 დღეა ეძებენ - გატაცებულის ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლებმა დღეს ფონიჭალაში აქცია გამართეს. შემდეგ კი რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, გოგონა სავარაუდოდ მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. სამირა ბაირამოვას ახლობლებმა წუხელ ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობაშიც სცადეს შეჭრა. როგორც გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს.

"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - განაცხადა ნაილა გურაბანოვამ.

17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ