"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები

"ჩუმად დარეკა ბიძასთან, სადღაც პარლამენტის გვერდზე ვარო..." - რას ყვებიან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლები

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლების აქცია ფონიჭალაში პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას და არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, გოგონა სავარაუდოდ მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. როგორც გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს.

სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრების თქმით, ცოტა ხნის წინ გოგონა დაუკავშირდათ და შველა ითხოვა. არასრულწლოვანის ნათესავის თქმით, გოგონამ ჩუმად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შეატყობინა, რომ თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოჯახის წევრები პოლიციისგან სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვენ. ბაირამოვას დედის თქმით კი, გამტაცებლის მშობლებმა სამართალდამცველები მოისყიდეს: "გამტაცებლის ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს პოლიციას. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს" - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - აცხადებს ნაილა გურაბანოვა.

17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ