რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს

რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირი­კაშვ­ილის ინიციატივით, ონლაინკაზინოების ფუნქციონირებაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმ­ენთა ასოციაცია "აფბა" აზარტული თამაშების რეგ­ულაციების კონცეფციაზე მუშაობს. "კვირის­ პალიტრა" ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურაბ­ კუკულაძეს, გაესაუბრა:

- ონლაინთამაშების გაკონტროლება რთული არ არის. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია ნებისმიერი­ ვებგვერდის წვდომა და შეზღუდვების და­წესება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვ­ისტოს ომის დროს, როცა საზოგადოებას არ ჰქონდა რუსული ვებგვერდების წვდომა.

პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ერთიანი­ ბაზა, სადაც­ აღრიცხული იქნება ყველა მოთამაშე. პარალელურად უნდა შეიქმნას­ პროგ­რამა, სადაც ყველა მოთამაშის შესახებ იქნება ინფორმაცია. ბაზაში დარეგისტრირებულთ უნდა მიეცეთ უფლება, ითამაშონ ონლაინსაიტებზე. ამით არასრულ­წლოვნებს­ შეეზღუდებათ ონლაინთამაშებზე წვდომა და სახელმწიფოს ეცოდინება,­ რა კატეგორია,­ რა თანხით თამაშობს. უნდა დაწესდეს წაგების ლიმ­იტიც - პირველ ეტაპზე ფიქსირებული­, რათა ერთი თვის განმავლ­ობაში მეტის­ წაგება არ შეიძლებოდეს. თუმცა, თუ ვინმეს აქვს სურვილი,­ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელოს თამაში,­ დეკ­ლარანტი­ უნდა გახდეს, ანუ საგადასახადო სამსახურში შეავსოს შემოსავლების დეკლარაცია... ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ­ მასობრიობა. ონლაინთამაშებში­ ყოველდღიურად­ 400 000 კაცია ჩართული. აუცილებელია, თამაში იყოს ფასიანი და მოთამაშემაც­ გადაიხადოს­ მოსაკრებელი, ანუ ვისაც აქვს გადახდის საშუალება, მხოლოდ მან ითამაშოს.­ რაც შე­ეხება რეალურ კაზინოებს, ისინი­ ცენტრალური უბნებიდან სპეციალურად გამოყოფილ ზონაში უნდა გადაიტანონ. მაგალითად, თბილისის ზღვასთან არსებულ აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ადამი­ანს სპეციალურად დასჭირდება წასვლა.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში

ნახეთ სიუჟეტი| "სამჯერ ვიკლავდი თავს" - როგორ დაუნგრია გიგის ცხოვრება ონლაინ-თამაშებმა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ