5 დღის წინ გატაცებულმა სამირა ბაირამოვამ პოლიციის შენობა დატოვა - პირველი კადრები

5 დღის წინ გატაცებულმა სამირა ბაირამოვამ პოლიციის შენობა დატოვა - პირველი კადრები

სამირა ბაირამოვა ოჯახს დაუბრუნდა. 17 წლის გატაცებული გოგონა, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ, ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებიდან 20:30 საათზე გამოვიდა, სადაც ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

სამირა ბაირამოვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან პოლიციის დატოვებისას კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც ადგილზე მყოფმა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაირამოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, გოგონაზე ზეწოლა და ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა.

სამირა ბაირამოვა რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში იგი თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო გუშინ იგი გაათავისუფლეს.

ოჯახი სარჩელის გამოტანას არ აპირებს. სამირა ბაირამოვა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია