შეფუთე და იბატონე!

შეფუთე და იბატონე!

პროდუქციის ორიგინალური, ხარისხიანი და განსხვავებული შეფუთვის დიზაინისთვის მსოფლიო ბრენდები თუ შედარებით დაბალბიუჯეტიანი საწარმოები ერთმანეთს ეჯიბრებიან. განვითარებულ ქვეყნებში კონკურენცია ამ მხრივ საკმაოდ მაღალია. რა ხერხს აღარ მიმართავენ მარკეტოლოგები საქონლის მისაღებ ფასად გაყიდვისათვის. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ შეფუთვა პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დიდი ყურადღება ექცევა.

ბოლო პერიოდში შეფუთვის მნიშვნელობასა და მის ეფექტურობაზე ქართველი მწარმოებლებიც სერიოზულად დაფიქრდნენ. როგორც მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ანთია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, აუცილებელია, რომ პროდუქციის შეფუთვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, დასავლურ ბაზრებზე საქონლის შეფუთვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. "მას შემდეგ, რაც ქართულ პროდუქციას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის ბაზარზე მოახდინოს პოზიციონირება, ეს საკითხი ქვეყანაში თანდათან უფრო აქტუალური გახდა. "აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს, სწორედ ამიტომაა რომ შესაფუთი მასალების საწარმოების დაფინანსება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქცა", - აღნიშნავს ოთარ ანთია.

ბოლო პერიოდში გაიხსნა ან გაფართოვდა რამდენიმე შეფუთვაზე ორიენტირებული საწარმო, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სხვადასხვა სახელწიფო პროგრამამ. მხოლოდ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ქაღალდისა და შესაფუთი მასალების წარმოების 15-მდე კომპანია მონაწილეობს.

როგორც მეწარმეობის განვითარების ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა აღნიშნული კომპანიების მიერ ბიზნესის წამოწყებისთვის თუ არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისთვის აუცილებელი, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი საქართველოში ფაქტობრივად, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვითარდა.

გიორგი ჟორჟოლიანი, "კოლორპაკის" დირექტორი: "ჩვენი დახმარებით დამკვეთებმა ხარჯების შემცირება შეძლეს, ბევრს ძალიან სწრაფი მომსახურება გავუწიეთ. კომპანიების უდიდესმა ნაწილმა კი კომპლექსური სარგებელი ნახა - ოპერატიული და ამავე დროს ფინანსურად მომგებიანი მომსახურება მიიღო. ბევრი მათგანი ისეთ პროდუქტს იღებს, რომელსაც ერთი წლის წინ არა მარტო საქართველოს განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია